ალექსანდრე ქანთარია სკანდალური კადრების გამავარცელებლებში ერეკლე კოდუას ასახელებს


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია, უკრაინული მედიით გავრცელებულ სკანდალურ კადრებს აფასებს და ხელისუფლების მიერ აღნიშნული კადრების გავრცელებას კატეგორიულად გამორიცხავს. ამის შესახებ ქანთარიამ „რუსთავი 2″-ის ეთერში ისაუბრა.

ქანთარია არ გამორიცხავს, რომ კადრები მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა თანაგუნდელებმა გაყიდეს და მათ შორის ერეკლე კოდუას ასახელებს.

„რატომ ფიქრობთ, რომ ამ კადრების გავრცელება ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა და რატომ არ გაქვთ ვარაუდი იმის თაობაზე, რომ უკრაინაში გაქცეულია იმ 12 მსჯავრდებულიდან, ვისაც ამ კადრების გამო აქვს მისჯილი, იქნებ მათ ვინმეს მიჰყიდეს ეს კადრები? კოდუას შეხვედრებზეც იყო პრესაში დაწერილი. რატომ გინდათ, რომ ყველაფერს ცალმხრივად მიუდგეთ”, – აცხადებს ქანთარია.

Leave A Reply

Your email address will not be published.