ალექსანდრე თამაზაშვილი ალეკო ელისაშვილს პროკურატურაში უჩივის

“მეუბნებიან , რომ შევეშვა და ყურადღება არ მივაქციო ამ ყოველივეს ,რადგან ყველამ იცის თუ როგორი პოპულისტი, ინტრიგანია ელისაშვილი და მისი არავის არ ჯერა. მეც კი ვიცი ვინაა და რას წარმოადგენს, მაგრამ არ ვაპირებ “გავატარო”
ამ მართლაც და ინტრიგანის თავხედური ბრალდებები, ვინაიდან შესაძლებელია ვინმეს კიდევ სჯეროდეს ვითომ და ხალხზე მზრუნველი “დამოუკიდებელი” დეპუტატის !
ის , რომ ელისაშვილი ინტრიგანი , მატყუარა და ჩვეულებრივი, დაქირავებული პოპულისტია , ამას დიდი მტკიცება არ ჭირდება.
ფაქტია : მან ვერ გამოაქვეყნა ის ფოტო თუ ვიდეო მასალა სადაც , მისი მტკიცებით მე “ვაკაჩავებ” ბინის გარეშე დარჩენილ მოსახლეობას. ვერც გამოაქვეყნებდა , რადგან ბუნებაში არ არსებობს მსგავსი ფაქტი.
გასაგებია , რომ კვლავ მოიტყუა პოპულისტმა ელისაშვილმა , მაგრამ კიდევ უფრო ნათელი რომ
გახდეს საზოგადოებისთვის ეს
ცილისმწაბებელი ისტორია, ვთხოვ ბატონ ელისაშვილს დაასახელოს წელი, თვე, რიცხვი და ადგილი სადაც მოხდა აღნიშნული “დანაშაული” .
რა თქმა უნდა, ამასაც ვერ შეძლებთ ბატონო ალეკო და საბოლოოდ დაინახავს საზოგადოება თქვენს რეალურ სახეს!
P.S. სარჩელი მზადდება ..”

Leave A Reply

Your email address will not be published.