ალექსი პეტრიაშვილი პალატაში ადგილების უქონლობის გამო ვერ გადაიყვანეს

„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივანს ალექსი პეტრიაშვილს რესპუბლიკური საავადმყოფოს პალატაში დღეს გადაიყვანენ. სავარაუდოდ, დღესვე მოხდება მისი დაკითხვა.

როგორც პეტრიაშვილის ექიმმა ნანა მელიქიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ალექსი პეტრიაშვილის პალატაში გადაყვანა ამ დრომდე ადგილების უქონლობის გამო ვერ ხერხდებოდა.

„მდგომარეობა სტაბილურია. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პალატაში გადაყვანა ვერ მოხერხდა, ადგილების უქონლობის გამო და არა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დღეს იქნება გადაყვანილი პალატაში“, – აღნიშნა ნანა მელიქიშვილმა.

ალექსი პეტრიაშვილი რამდენიმე დღის წინ დაჭრეს, მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა.

Comments
Loading...