ალიევი – არ ვერევით არავის საქმეებში, არც არავის მივცემთ ჩვენს საქმეებში ჩარევის უფლებას

სიტუაცია მსოფლიოში იცვლება, იცვლება ძალთა ბალანსი. სამწუხაროდ ოპტიმიზმის საფუძველი არ არსებობს, სიტუაცია მსოფლიოში შესაძლოა, კიდევ უფრო გაუარესდეს. ასე, რომ ამისათვის მზად უნდა ვიყოთ, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მილი მეჯლისის მეხუთე მოწვევის პირველ სხედომაზე.

“უპირველესად უსაფრთხოება. როგორც უკვე ავღნიშნე, უსაფრთხოება აზერბაიჯანში უზრუნველყოფილია. ჩვენს ქვეყანაში, არ არსებობს შიდა წყაროების საფრთხეები.

შეგვიძლია და შევძელით დაგვეცვა თავი გარე ჩარევებისაგან. ვიცავთ ჩვენს არჩევანს, არ ვერევით არავის საქმეებში, არც არავის მივცემთ ჩვენს საქმეებში ჩარევის უფლებასა და ზიანის მოყენებას, რადგანაც ჩვენს საქმეებში ჩარევის მსურველებს სწორედ ეს მიზანი აქვთ.

ზოგჯერ იყენებენ ისეთ გამონათქვამებს, თითქოს ვიღაცას სურს აზერბაიჯანს დაეხმაროს. ჩვენს პარტნიორებთან შეხვედრების დროს ყოველთვის ვამბობ, ჩვენი დახმარება საჭირო არ არის. თუ საჭირო იქნება, ჩვენ თავად გთხოვთ ამის შესახებ.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში არავინ გვეხმარება, თუმცა თავისთავად ცხადია, ვინ არის დამნაშავე და ვინ ამ ოკუპაციის მსხვერპლი.

ამიტომაც ჩვენ ვუზრუნველყოფთ შიდა უსაფრთხოებას. აზერბაიჯანში ნებსიმიერი გარეშე ძალა, გავლენას ვერ იქონიებს.

საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს. თუ, მომავალში ადგილი ექნება ამგვარ მცდელობებს, რა თქმა უნდა, გაეცემა სერიოზული, ადეკვატური პასუხი”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.