,,ალისტრახოს“ ფენომენის ავტორი და ნახევარი მილიონი (video)

2012 წლის არჩევნებს, სხვა მძიმე მახასიათებლებთან ერთად, ერთი უცნაური ფენომენი ახლდა, რომელიც ,,ალისტრახოს“ სახელით შემორჩა ისტორის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ სამარცხვინო ,,მოვლენის“ მოვიწყებას თითქოს ერთნაირად ცდილობენ მოქმედი პირებიც და თავდასხმის ობიექტებიც.

საზოგადოებას კარაგად ახსოვს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კამერებით შეიარაღებული ე.წ. ჟურნალისტები, რომლებიც ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლიდნენ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და მეტიც, იყო შემთხვევები, როდესაც მათ სახლებშიც კი უვარდებოდნენ. შსს-ს მიერ საგანგებოდ შექმნილ „მედია ჯგუფს“ საკურატოროდ რეგიონები ებარათ. დავალები კი ასეთი იყო – მაქსიმალური ხელის შეშლა, ჟურნალისტებს არ გადაეღოთ ის ფაქტები, რომელიც ასახვდა რეჟიმის დანაშაულს. კითხვაზე, თუ რომელ მედია ორგანიზაციას წარმოადგენდნენ ე.წ. ჟურნალისტები, ვერ აკონტრეტებდნენ.
დღეს ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კერძო საუბრებში ე.წ. ,,ალისტრახოს“ თემაზე საუბარს გაურბიან და ამბობენ, რომ იდეა მათ თავდადებულ წარმომადგენელს, მაშინ ჯერ კიდევ დეპუტატს, კობა ხაბაზს ეკუთვნოდა. თანაგუნდელები იუმორით ამბობენ, რომ იდეას ავტორივით კომიკური ფორმა ჰქონდა, თუმცა მან ენმ-ში მაინც მოიპოვა მხარდაჭერა და საკმაოდ დიდი თანხაც დაჯდა. წყარომ ,,ემპრესთან“ განაცხადა, რომ ე.წ. ჟურნალისტებისა და მათი აღჭურვისთვის 2012 წლის არჩევნებზე 0,5 მილიონი ლარი დაიხარჯა.
როგორც ჩანს, ,,ნაციონალურ მოძრაობისთვის“ ,,ალისტრახო“ საკმაოდ მისაღები იდეა იყო, და მას მხოლოდ კერძო საუბრებში აკრიტიკებენ, რადგან კობა ხაბაზი დღეისათვის არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ზონას” ხელმძღვანელობს.
როგორც ცნობილია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ამ აბეზარი ,,ალისტრახოების“ საქმიანობის კანონიერებით არვინ დაინტერესებულა. უფრო მეტიც, ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ზოგი მათგანი საჯარო სამსახურშიც კი აღმოჩნდა.

Comments
Loading...