“ამ ,,პრადვინუტმა,, ბევრი ასეთი ,,პრადვინუტები,, შეუსია პატარა გოგოს! გაეშვით შვილებით ანგარიშსწორებას!!!”

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია  ტელეწამყვან ეკა ხოფერიას შვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

“გუშინ ღამე აღმოვაჩინე, როგორ ლანძღავდა და რა ფეისბუქ თავდასხმა მოუწყო ერთმა ,,პრადვინუტმა,, ჩემი მეგობრის Eka Khoperia-ს უმაგრეს შვილს,უნიჭიერეს ანანოს, მის მიერ ამავე სივრცეში დაწერილი სტატუსის გამო. მერე ამ ,,პრადვინუტმა,, ბევრი ასეთი ,,პრადვინუტები,, შეუსია პატარა გოგოს და ალანძღინა ანანო თავისნაირებს .ეს ,,პრადვინუტები,,ჩვენ გვასწავლიან ხოლმე,რა არის ეთიკა და რა არის ლიბერალიზმი. ცხადია, წავშალე მეგობრებიდან… როცა ვერ იტან დედას და დედაზე ან მამაზე შენი აგრესია გადაგაქვს შვილზე, მანდ ვკარგავ ხოლმე კორექტურობის ზღვარს. შვილებს შეეშვით ჩვენთან ბრძოლაში, სახეს ნუ კარგავთ!!! როცა ჩვენ გვესხმიან ხოლმე თავს, რეაქცია გვაქვს ნული და დაგცინით ხოლმე, რადგან ვიცით, რომ ბოღმა გალაპარაკებთ, მაგრამ როცა შვილებზე გადადიან ჩვენზე დაბოღმილები, მაგის გატარებას არავინ ვაპირებთ. გაეშვით შვილებით ანგარიშსწორებას!!! არ გირჩევთ!!!” – წერს გრიგოლია.

 

 

gnn.ge

Comments
Loading...