“ამ საგნის სწავლება არათუ აუცილებელია, არამედ გუშინ უნდა დაგვეწყო“

უმრავლესობის დეპუტატები საგნის მე და საზოგადოების დანერგვის შესახებ მსჯელობენ

„ვერ აღმოვაჩინე ვერსად, რომ ბავშვებს უნდა მიაწოდონ ისე, რომ ხუთკუნჭულა და ნაცარქექია კაციც შეიძლება იყოს და ქალიც, რომ მეფის ასული ცხრა მთას იქიდან ელოდება მეფის ასულს, რომელიც მოვიდა და ერთად ბედნიერად ცხოვრობენ,“ – განმარტავს ნუკრი ქანთარია.

როგორც უმრავლესობა ისე უმცირესობა თანხმდება, რომ იმ საკითხების შესწავლა, რომელსაც ახალი საგანი მე და საზოგადოება მოიცავს, სკოლებში აუცილებელია.

„მგონია, რომ ამ საგნის სწავლება არათუ აუცილებელია, არამედ გუშინ უნდა დაგვეწყო,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

Comments
Loading...