ამერიკა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას მხარს უჭერს

ამერიკას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის გრძელვადიანი პოლიტიკა აქვს, აცხადებს ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე თანაშემწე ბრიჯიტ ბრინკი ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში.

ბრიჯიტ ბრინკი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციას ახლო მომავალში მიიღებს.

“ჩვენ ეს მხარდაჭერა გამოვამჟღავნეთ ნატო-ში. შეერთებული შტატები ევროკავშირის წევრი არ არის, თუმცა არასდროს ვიკავებთ თავს ჩვენი აზრი გავუზიაროთ მათ. მხარს ვუჭერთ საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირის სტრუქტურებში. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია რჩება საკითხად რომელიც, იმედი მაქვს ახლო მომავალში განხორციელდება, რათა კონკრეტული სარგებელი მოუტანოს ქართველ ხალხს იმ ევროპული არჩევანისგან რომელიც მათ გააკეთეს”, – განაცხადა ბრიჯით ბრინქსმა.
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დამყარდა 1992 წლის 23 აპრილს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია დავით ბაქრაძე.
2012 წლის 19 სექტემბერს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ნატო-ში გაწევრიანებისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს.

Comments
Loading...