„ამერიკელ და რუს ხალხს ერთმანეთთან ურთიერთობა სურს“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა დასრულდა.

დონალდ ტრამპმა სერგეი ლავროვი სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან შეხვედრის შემდეგ, ოვალურ კაბინეტში მიიღო.

შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმა აღნიშნა, ამერიკასა და რუსეთს შორის რთული ურთიერთობაა.

„ცოტა ხნის წინ დასრულდა ჩემი შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან. ყველასთვის ცნობილი სირთულეების მიუხედავად, ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ საერთაშორისო არენაზე მთავარი პრობლემების გადაჭრას ხელი შეუწყონ. განვიხილეთ სირია, ვილაპარაკეთ სხვა პრობლემებზეც, ნახსენები იყო ისრაელ- პალესტინის კონფლიქტი.

ავღანეთის და მინსკის შეთანხმების შესრულების კუთხით არსებული ვითარება და შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ კონტაქტებს და ჩვენი პოზიციების დაახლოებისთვის გზების მოძიებას. რა თქმა უნდა, ვილაპარაკეთ ორმხრივ ურთიერთობებზე, რაც სიხარულს ნამდვილად არ იწვევს. მაგრამ მიზეზი ყველამ ვიცით და ახლა ყველაზე დაბალი დონიდან ვიწყებთ.

ამერიკელ და რუს ხალხს სურს ერთმანეთთან ურთიერთობა, პოლიტიკოსების ამოცანა კი ხელოვნურად შექმნილი ბარიერების მოშორებაა, რაც ამ ყველაფერს ხელს უშლის,“ – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

Comments
Loading...