ამერიკელ დიპლომატებს რუსეთში არჩევნებზე დაკვირვების უფლებას აღარ მისცემენ

ამერიკელ დიპლომატებს რუსეთის ფედერაციაში არჩევნებზე დაკვირვების უფლებას აღარ მისცემენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკელ დიპლომატებს რუსეთის საარჩევნო უბნებზე აღარ დაუშვებენ.

ქვეყნის საგარეო უწყებამ აშშ-ს საელჩო ოფიციალურად გააფრთხილა, რომ რუსეთის ფედერაციაში რომელიმე არჩევნებზე ამერიკელი დიპლომატების დამკვირვებლად დასწრების შესაძლებლობა და ალბათობა არ იქნება.

ცოტა ხნის წინ რუსეთის ფედერაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ოფიციალურმა ვაშინგტონმა რუსეთის ფედერაციის დიპლომატიურ წარმომადგენლებს ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გახსნილ საარჩევნო უბნებთან მიახლოება აუკრძალა.

Comments
Loading...