ამერიკელი ინსტრუქტორები უკრაინაში სპეცდანიშნულების რაზმის სამხედროებს წვრთნიან

ამერიკელი ინსტრუქტორები უკრაინაში სპეცდანიშნულების რაზმის სამხედროებს წვრთნიან. სწავლება ხმელნიცკის რაიონში მიმდინარეობს.

პროგრამა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება და თეორიულ სწავლებასთან ერთად, ჯარისკაცების პრაქტიკული უნარ–ჩვევების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. სპეცრაზმელები მიზანში სროლაშიც ვარჯიშობენ.

პარალელურად, უკრაინაში თავისუფლებისა და ღირსების დღეს აღნიშნავენ.

ევრომაიდნის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით კიევში მემორიალი გაიხსნა, რომელიც საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება.

Leave A Reply

Your email address will not be published.