ამერიკელი სენატორების ვიზიტი საქართველოში დასრულდა

ამერიკელი სენატორების ჯონ მაკკეინის, ლინდსი გრემის და ემი კლობუშარის ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა.

სენატორები, დღეს, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ეწვივნენ, სადაც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უმასპინძლა. სენატორებმა გვირგვინით შეამკეს საერთაშორისო და სამშვიდობო მისიებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპულ გმირთა მემორიალი.
ვიზიტის ფარგლებში ამერიკელმა სენატორებმა საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრები გამართეს.
სენატორები საქართველოს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდნენ.

Comments
Loading...