ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტების პირველი სატელეფონო საუბარი 28 იანვარს შედგება

ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პირველი სატელეფონო საუბარი ხვალ გაიმართება.

უცხოური მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტების საუბარი შესაძლოა შეეხოს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, რუსული სპეცსამსახურები ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გასამარჯვებლად იყვნენ ჩართული.

ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი შედგება, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

ამერიკის 45-ე პრეზიდენტის, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართა.

Comments
Loading...