ამერიკის კონგრესის ზედა პალატამ მილიარდერი-ინვესტორი, უილბურ როსი ქვეყნის ვაჭრობის მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა,-ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ 79 წლის როსის მხარი 72-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი – 27 სენატორი იყო. უილბურ როსი ცნობილია, როგორც გაკოტრებული კომპანიების შეძენის სპეციალისტი, რომელიც მათი ბიზნესის გაყიდვის მიზნით კომპანიის ოპტიმიზაციას ახორციელებს.

ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, მისი ფინანსური მდგომარეობა $ 2.5 მილიარდს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ როსი თანახმაა კომპანია Invesco Ltd-ში თავისი წილი ($ 50 მილიონი) გაყიდოს. გარდა ამისა, იგი სხვა აქტივების, დაახლოებით $ 209 მილიონამდე გაყიდვას დათანხმდა, რათა ბიზნესინტერესთან კონფლიქტი თავიდან აიცილოს.

2016 წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა უილბურ როსი მომავალ ადმინისტრაციაში ვაჭრობის მინისტრის თანამდებობაზე დანიშნოს.

ipress.ge

Comments
Loading...