ამერიკის შეერთებულ შტატებში „მკვდარ ქალაქს“ ააშენებენ


ამერიკულ უდაბნოში მკვდარ ქალაქს ააშენებენ, რომელსაც სხვადასხვა ცდისთვის გამოიყენებენ – ავტომობილების ტესტირებით დაწყებული და სტიქიური უბედურებების იმიტაციით დასრულებული.
ფუტურისტული ქალაქი „საიტი“ ნიუ-მექსიკოს შტატში აშენდება. მისი მშენებლობა 2016 წელს დაიწყება და 2018 წელს დასრულდება. ტელესაკომუნიკაციო ფირმა Pegasus Global Holdings ამ პროექტში 1 მილიარდ დოლარს ჩადებს. მის ტერიტორიაზე გარკვეულ ტექნიკურ სიახლეებს გამოსცდიან, რაც გარემოს და ადამიანებს საფრთხეს არ შეუქმნის.

„აშშ ამ ტიპის კვლევებში ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ხარჯავს. ეს ობიექტი ტექნოლოგიური სიახლეების თვითღირებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს“, – განაცხადა პროექტიის ერთ-ერთმა ავტორმა რობერტ ბრამლიმ.

Comments
Loading...