ამერიკული ანალიტიკური კომპანია STRATFOR საქართველოზე

ამერიკული ანალიტიკური კომპანია აქვეყნებს სტატიას, სახელწოდებით – „რისი შეცვლის უნარი აქვს საქართველოს მთავრობას?” მასში ოთხ პუნქტადაა ჩამოყალიბებული პროგნოზები ქვეყანაში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით:
Stratfor-ი 2016 წელს „შემობრუნების წელს“ უწოდებს და წლის ბოლოს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს ,,ქართული ოცნების“ გამძლეობის მკაცრ გამოცდად აფასებს. ექსპერტების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა პარტიამ ბოლო სამი წლის განმავლობაში პოპულარობა დაკარგა, არცერთი ოპოზიციური პარტია არაა იმისათვის საკმარისად ძლიერი, რომ ამ გარემოებით ისარგებლოს და მასზე უპირატესობა მოიპოვოს.
Stratfor მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგების მიუხედავად, საქართველო ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციას გააგრძელებს, თუმცა ანალიტიკოსების შეფასებით, საქართველო წელს არცერთ ამ კავშირს არ შეუერთდება.
სტატიაში ასევე საუბარია საქართველო-რუსეთს შორის არსებულ რთულ სიტუაციაზე – ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ურთიერთობა ამ ორ ქვეყანას შორის კვლავ დაძაბული დარჩება.
Stratfor წინა წლის დასასრულს დრამატულს უწოდებს ყოფილი პრემიერმინისტის, ირაკლი ღარიბაშვილის, გადადგომის გამო. მიუხედავად „ქართული ოცნების“ დიდი პოპულარობისა, რომელიც, გამომცემლობის აზრით, მისი მმართველობის პირველ წელს მართლაც დიდი იყო, ბოლო წლებში ვითარება შეიცვალა და კოალიციის პოპულარობამ კლება დაიწყო იმის გამო, რომ საქართველომ წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია ეკონომიკურ კლებას ქვეყანაში. გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ დაადანაშაულეს დაპირებული რეფორმების შეუსრულებლობასა და იმავე ანტაგონისტური მეთოდების გატარებაში, რომლის გამოც აკრიტიკებდნენ თვის დროზე „ნაციონალური მოძრაობსა“ და სააკაშვილის მმართველობას.

Comments
Loading...