ამერიკული დაზვერვა “ISIS”-სგან მოსალოდნელ ტერაქტებზე საუბრობს

ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” 2016 წელს ევროპასა და აშშ-ში შესაძლოა ტერორისტული აქტები მოაწყოს.

მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ ევროპას და აშშ-ს მოსახლეობას, ამერიკის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, ვინსენტ სტიუარტი აფრთხილებს.

“2016 წელს “ისლამურ სახელმწიფოს” შეუძლია ახალი ტერაქტები მოაწყოს ევროპაში და შეეცადოს ტერაქტების ორგანიზება აშშ-ს წინააღმდეგ”, – განაცხადა სტიუარტმა სენატში მოხსენებით გამოსვლისას.

მისი თქმით “ისლამური სახელმწიფო” ყველაზე სერიოზულ საფრთხედ ითვლება აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისთვის.

Comments
Loading...