ამერიკული თოქ- შოუ საქართველოს და ზაზა ფაჩულიას ბოდიშს უხდის

ამერიკულმა სპორტული თოქ შოუ “Starters” საქართველოსა და ზაზა ფაჩულიას ბოდიშს უხდის. საქმე ეხება ხუმრობას, რომელიც ერთ-ერთ გადაცემაში საქართველოს ნაკრების კაპიტანისთვის ხმის მიცემას ეხებოდა. წამყვანებმა გაკვირვება გამოხატეს იმის გამო, რომ ფაჩულიამ, რომელიც 13 წელია NBA-ს ცენტრია, აქამდე არასდროს ყოფილა ასე ახლოს All Star-თან. ქართველმა დემარკუს ქაზინს, დუაიტ ჰოვარდს და მის თანაგუნდელ დირკ ნოვიცკისაც კი გაუსწრო-“ჩვენ არ გვინდა ზაზა All Star-ში დემარკუს ქაზინსზე წინ. ეს სიგიჟეა, ეს დემარკუს ქაზინსია, ლიგაში საუკეთესო. არ ვიცი, როგორ მოხვდა ფაჩულია მასზე წინ”, – თქვა გადაცემის მსვლელობისას ერთერთმა წამყვანმა.შემდეგ კი მათ აღნიშნეს, რომ ზაზას მხარს საქართველო უჭერს. “საერთოდ რამდენია საქართველოს მოსახლეობა?” – იხუმრეს წამყვანებმა.ამ გადაცემას გულშემატკივრების აღშფოთება მოჰყვა, რის შემდეგაც Starters-ის წამყვანებმა ბოდიში მოიხადეს. მათ მაყურებელს NBA-ში ზაზა ფაჩულიას 5 საუკეთესო მომენტი შესთავაზეს.

Leave A Reply

Your email address will not be published.