ამით ქვეყანა არ დაქცეულა – ნარმანია პროკურორის შვილის დაფინანსებაზე

თბილისის მერი დავით ნარმანია, პროკურორის შვილის საფრანგეთში სწავლის დაფინანსებსთან დაკავშირებით , პირველ კომენტარს აკეთებს. დედაქალაქის მერი მომხდარს შეცდომას უწოდებს, თუმცა ამბობს, რომ მომხდარით “ქვეყანა არ დაქცეულა”. ნარმანია განმარტავს,რომ ის შეცდომაში შესაბამისმა სამსახურებმა შეიყვანეს, რის გამოც თანამდებობიდან „საშუალო რანგის თანამშრომელი გათავისუფლდა“.დედაქალაქის მერი საკუთარ დანაშაულს ვერ ხედავს და ამბობს, რომ ყველა განცხადებას ის ვერ გადაამოწმებს და ამისთვის მერიაში არსებობენ შესაბამისი სამსახურები.

„გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოციალურად დაუცველთა მუხლიდან დავეხმარეთ ჩვენ თამარ გერგედავას. ასეთი რამ არ ყოფილა. სხვა სოციალური ღონისძიებებიდან, საიდანაც შეჭირვებული ოჯახების სწავლის საფასურის ფინანსდება, იქიდან მოხდა მისთვის თანხის გამოყოფა. თუმცა, ოჯახი არ ყოფილა შეჭირვებული და ამის შესწავლა უნდა მომხდარიყო,“ – აცხადებს დავით ნარმანია.

შეგახსენებთ, რომ ისანი-სამგორის პროკურორის შვილის საფრანგეთში სწავლის ხარჯი, თბილისის მერიამ 5 400 ლარით დაფინანსა.

წყარო: pirveliradio.ge

Comments
Loading...