Among Us-ის პერსონაჟის მსგავსი ნაგეთსი eBay-ზე $100 ათასად გაიყიდა

The Verge-ს ცნობით, აშშ-ში, eBay-ზე $99 997 დოლარად გაიყიდა McDonald's-ის ნაგეთსი, რომელიც თამაშ Among Us-ის პერსონაჟს ჰგავს.

გამოცემის ინფორმაციით, გამყიდველი – მომხმარებელი Polizna – წერს, რომ ნაგეთსი კორეულ ჯგუფ BTS-ისადმი მიძღვნილ კომბო-ნაკრებში აღმოაჩინა. ნაგეთსი გასაყიდად 28 მაისს გაიტანეს, მისი თავდაპირველი ღირებულება მხოლოდ 99 ცენტი იყო. მისი შეძენის სურვილი 184-მა მომხმარებელმა გამოთქვა.

ესენი კი Among Us-ის პერსონაჟები არიან

 

Comments
Loading...