პრეზიდენტის საპარალამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონში საკმაოდ მკაცრი ცვლილებები უნდა შევიდეს.
როგორც დოლიძემ აღნიშნული საკითხის შეფასებისას აღნიშნა, საქართველოს მძიმე ისტორია აქვს, სადაც მოსმენა პოლიტიკური დევნის საშუალება იყო.
„ჩვენ ამ კანონპროექტზე მუშაობას სუფთა ფურცლიდან არ ვიწყებთ. ჩვენ საკმაოდ მძიმე ისტორია გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ მოსმენა, ფარული მიყურადება საქართველოში გამოიყენებოდა, როგორც პოლიტიკური დევნისა და შანტაჟის იარაღი, სწორედ ამიტომ უნდა მოხდეს საკმაოდ მკაცრი მიდგომის შემუშავება.
ჩვენ არ ვართ ერთი ჩვეულებრივი ევროპული, ლიბერალ-დემოკრატიული ქვეყანა, არამედ ჩვენ გვაქვს ისტორია, სადაც მოსმენა პოლიტიკური დევნის საშუალება იყო“, – განაცხადა ანა დოლიძემ.