ანა დოლიძე ე.წ. ფარული მოსმენების კანონზე: ვაპირებთ, კონსტიტუციით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ვიმოქმედოთ

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ 10 დღიან ვადაში პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მოაწეროს ხელი პარლამენტის მიერ მიღებულ ე.წ. ფარული მოსმენელის შესახებ კანონს, თუ მოტივირებული შენიშვნებით გაუგზავნოს უკან საქართველოს პარლამენტს.

„ეს 10 დღიანი ვადა აითვლება მას შემდეგ, რაც კანონი უკვე მესამე მოსმენით მიღებული შემოვა ჩვენთან. შესაბამისად, ჩვენ ვაპირებთ, რომ სწორედ საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ვიმოქმედოთ.

10 დღის ვადაში, მას შემდეგ რაც კანონი შემოვა ჩვენთან გადავწყვიტოთ ხელსვაწერთ მას, თუ ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული მოსაზრებების შესაბამისად მოტივირებული შენიშვნებით ვუბრუნებთ უკან“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

Comments
Loading...