ანა დოლიძე ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს პასუხობს

ენმ-ის განცხადებით, ანა დოლიძე 2008 წლის ომის შემდეგ სამართლებრივ საკითხებზე ორგანიზაცია ”რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივასთან” თანამშრომლობდა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ანა დოლიძე ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს პასუხობს.

“უამრავი დრო იყო, რომ რომელიმე წევრს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან შეემოწმებინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი, სადაც განთავსებულია ჩემი ბიოგრაფია და თუ აგვისტოს ომთან რაიმე კითხვები ჰქონდათ დასასმელი, 10 თვე იყო ამისთვის სავსებით საკმარისი. გარდა ამისა, უფრო უპრიანი იქნებოდა, ეს დაესვათ თავდაცვის მინისტრის მოადგილისათვის, ვიდრე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისათვის. ამიტომ, მოვუწოდებ, საშინაო დავალება ყველამ უკეთესად მოამზადოს თავის დროზე ” – აღნიშნა დოლიძემ.

Comments
Loading...