ანა მიქელაძე: არჩევნებზე რამდენიმე მცირე ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა

ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, ამ დროისთვის ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და წყნარ გარემოში მიმდინარეობს.

მისი თქმით, არჩევნებზე რამდენიმე მცირე ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა. მხოლოდ ერთი საარჩევნო უბანი მარტვილში ათი წუთის დაგვიანებით გაიხსნა, რაც გამოწვეული იყო მარკირების აპარატის დაზიანებით. თუმცა დაზიანება მალევე აღმოიფხვრა. ასევე მარტვილში ერთ-ერთ უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც დაზიანებული იყო ლუქი, თუმცა, სპიკერის ცნობით, ეს პრობლემა მალევე აღმოიფხვრა.

ასევე, ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ამომრჩევლები საარჩევნო უბანზე არასწორად მიდიან, თუმცა მათ საუბნო კომისიის წარმომადგენლები რეგისტრაციის ზუსტ მისამართს უთითებენ.

„იყო მხოლოდ რამდენიმე ტექნიკური ხასიათის პრობლემა. ყველა მათგანი უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრა და ამ ეტაპზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და წყნარ გარემოში მიმდინარეობს”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

Comments
Loading...