ანასტასია გონჩაროვა კახა ბენდუქიძის მემკვიდრეა

მფლობელი გახდება.

გონჩაროვამ ტელეკომპანია ДОЖДЬ-ის ეთერში განაცხადა, რომ ამიერიდან ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვა იქნება.

2015 წლის დეკემბერში მოსკოვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიურომ დასკვნა გამოქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ბენდუქიძისა და გონჩაროვას დნმ-ის ანალიზი 99,9996 პროცენტით დაემთხვა. ანალიზის შედეგების საფუძველზე თბილისის სასამართლომ გონჩაროვა კახა ბენდუქიძის შვილად აღიარა.

„ჩემთვის ახლა პრიორიტეტებია მამის საქმის გაგრძელება და მისი სასწავლებლების – საქართველოს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების განვითარებაში მონაწილეობაა. მამა ყოველთვის მირჩევდა ბიზნესით დაინტერესებას, ბუღალტერიის, ფინანსური მენეჯმენტის სწავლას. მაშინ არ მესმოდა, თუ რად მინდოდა ეს, ჩემი მუშაობის სფერო ხომ მარკეტინგი და ციფრული კომუნიკაციებია. ახლა ვაცნობიერებ, ის თავისი საქმის გასაგრძელებლად მამზადებდა”, – განაცხადა გონჩაროვამ „დოჟდისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

Comments
Loading...