ანასტასია გონჩაროვა სასამართლომ კახა ბენდუქიძის შვილად აღიარა

ანასტასია გონჩაროვა სასამართლომ კახა ბენდუქიძის შვილად აღიარა.

“30 დეკემბერს საქართველოს სასამართლომ საბოლოოდ მაღიარა კახა ბენდუქიძის ქალიშვილად, რაც გასული რთული წლის ძალიან კარგი დასასრული იყო. ახლა უკვე შესაძლებლობა მექნება თავისუფლად ჩავერთო მამაჩემის მიერ დაარსებული თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების საქმიანობაში”, – აცხადებს ანასტასია “ობზერვერთან” ინტერვიუში.

კახა ბენდუქიძე 2014 წლის 13 ნოემბერს 58 წლის ასაკში გარდაიცვალა ლონდონში, მას შემდეგ რაც ერთი კვირით ადრე ციურიხში გულის ოპერაცია გაიკეთა.

Leave A Reply

Your email address will not be published.