ანდრო ბარნოვი: გაოცებულ დათო ბაქრაძეს ვეხმიანები

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ანდრო ბარნოვი დავით ბაქრაძის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„გაოცებულ დათო ბაქრაძეს ვეხმიანები: არ ვიცი, რა ხდება დღეს კონკრეტულად, მაგრამ რასაც დღეს გაბუნიასთან ყვებოდი, მხოლოდ დადასტურებაა იმის, რომ თქვენი გუნდის მიმართ პარტიის პოლიტსაბჭოს და წევრთა და მხარდამჭერთა დიდ უმრავლესობას ჩამოუყალიბდა სრული უნდობლობა.

სირცხვილი მე ზუსტად ეს მგონია, რომ წლების მანძილზე პარტია მართო, პარლამენტში დაბრძანდე და მერე ასე დაასრულო. ახლა ცრემლების ღვრა და სხვისკენ ხელის გაშვერა მეორე სირცხვილი მგონია.

მე ყველას ვურჩევ. მართლა, რომ დაასრულეთ ეს ხელის გაშვერები და თუ რამე იდეა გაქვთ პარტიის განვითარების, 20 იანვარს ამ იდეებით წარსდექით ყრილობის წინაშე. საკმარისად მრავალრიცხოვანი იქნება და ყველა კითხვას იქ გაეცემა პასუხი“, – აღნიშნავს ანდრო ბარნოვი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პარტიის მხარდამჭერები 20 იანვარს დანიშნულ ყრილობასთან და პარტიის წევრებთან მიმართებაში რადიკალურ განცხადებებს აკეთებენ.

Comments
Loading...