ანდრო ბარნოვი – „ნუ იმონებთ, არამედ ემსახურეთ!“

ანდრო ბარნოვი საქართველოს პატრიარქისთვის პატიმრების შეწყალების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„გამოჩნდით ვინმე ეკლესიაში, ვინც იტყვით, რომ პატრიარქი ჩვეულებრივი ადამიანია, სავარაუდოდ ცოდვილიც, რომ თქვენ ის არ გჭირდებათ ღმერთთან შუამავლად, რომ მხოლოდ თქვენი რწმენაა ასეთი შუამავალი, რომ სიკეთეა გზა, რომ სიკეთეა ღმერთი, რომ სიცოცხლეა სიკეთე, რომ თავისუფლებაა ცხონება, რომ ქმნადობაა სულის ძლიერება და მსხვერპლის გაღების უნარია უკვდავების საწინდარი.

ნუ გეშინიათ ერთმანეთის! სიცრუის გეშინოდეთ! უარყავით ყველა ამქვეყნიური იერარქია! განთავისუფლდით და ნამდვილ სიკეთეს ემსახურეთ, ხალხს ნუ აბნელებთ, არამედ გაანათლეთ; ნუ ყვლეფთ, – მიეცით; ნუ იმონებთ, არამედ ემსახურეთ!

მნიშვნელოვანია, რომ მღვდელმა გაბედოს ამის თქმა; გაბედოს და მრევლსაც ახსნას ის ბნელეთის ხუნდები, რასაც ეს შავბნელი, ქრისტეს სახელით ცოდვილი ვიგინდარები უჭედენ მრავალი წელია!“, – აცხადებს ბარნოვი.

Comments
Loading...