ანდრო ბარნოვი: ვირეშმაკოლოგმა ბოკერიამ და შანტრაპამ კარგად გათვალა

გიგი უგულავას მიერ გავრცელებულ მიმართვას ექსპერტი და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ანდრო ბარნოვი ფეისბუქზე ეხმაურება და აცხადებს, რომ პატარა, გაქნილი ჯგუფის მანიპულაციებს ეწირება პარტიაც და ქვეყანაც. ანდრო ბარნოვის მიერ გავრცელებულ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„წერილი, რომელსაც გიგი უგულავა აწერს ხელს, ვრცელ პასუხს იმსახურებს, მაგრამ მოკლედ სათქმელიც არსებობს.

1. რანაირად არ იყო მიშა სააკაშვილი პარტიის პრემიერობის კანდიდატი, თუ ამის შესახებ სულ 20-მა კაცმა იცოდა? პოლიტსაბჭო ხომ 60-ზე მეტი ადამიანისაგან შედგება? და მხარდამჭერების აზრიც არ აინტერესებდა ამ 20 კაცს? საქმე ისაა, რომ ეს არ არის შემთხვევით გაპარული ლაფსუსი ამ წერილში. სიმართლეა და ადასტურებს იმ მდგომარეობას, რომელიც პარტიაში რეალურად არის. პატარა გაქნილი ჯგუფის მანიპულაციებს ეწირება პარტიაც და ქვეყანაც…

2. ადრე უნდა გვეთქვა, რომ მიშა აღარ იყო ლიდერიო. შეცდომააო. შეცდომა კი არა, კაი ვირეშმაკული გათვლაა, ბატონო ჩემო. ეგ რომ გეთქვათ, მერე ხმებს როგორ მიიღებდით? მაგრამ ვირეშმაკოლოგმა ბოკერიამ და შანტრაპამ კარგად გათვალა: ჯერ ხმებს აიღებდნენ მიშას სახელით და მერე ეს 20 კაცი „დაალაგებდა“ შიგნით.
ახლა ამათ გონიათ, რამე მოიგეს დანარჩენზე მერე ვიტყვი“ – აცხადებს ბარნოვი.

დედაქალაქის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ მხარდამჭერებსა და თანაპარტიელებს საჯარო წერილით მიმართა.

Comments
Loading...