ანგელა მერკელი – „დიდი ოცეულის“ ქვეყნები ტერორიზმს ომს უცხადებენ

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თურქეთში, „დიდი ოცეულის” სამიტზე განაცხადა, რომ დიდი ოცეულის ქვეყნები ტერორიზმს ომს უცხადებენ.

„ჩვენ ვაგზავნით მკაფიო სიგნალს იმის შესახებ, რომ ტერორიზმის ნებისმიერ ფორმაზე უფრო ძლიერები ვართ”, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

„დიდი ოცეულის” სამიტი წუთიერი დუმილით დაიწყო. შეხვედრის მონაწილეებმა პარიზში დაღუპულებს პატივი მიაგეს.

Leave A Reply

Your email address will not be published.