ანგელა მერკელი დონალდ ტრამპს მჭიდრო თანამშრომლობას სთავაზობს

გერმანიის კანცლერმა ანგელმა მერკელმა ამერიკის ახალარჩეულ პრეზიდენტ დონალდტრამპს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მჭიდრო თანამშრომლობა შესთავაზა.

მე, ისევე როგორც მრავალი თქვენგანი, არჩევნების შედეგებს მღელვარებითველოდებოდი. ადამიანს, რომელიც ამერიკელმა ხალხმა თავისუფალ და სამართლიანარჩევნებში პრეზიდენტად აირჩია, აქვს გავლენა ამერიკის შეერთებული შტატებისსაზღვრებს გარეთ. რაც შეეხება გერმანიას, ევროკავშირში არ მოიძებნება ქვეყანა, რომელსაცაშშსთან უფრო ღრმა კავშირები აქვს.

გერმანიასა და ამერიკას აკავშირებთ საერთო ღირებულებები. დემოკრატია, თავისუფლება,კანონის პატივისცემა, ადამიანების პატივისცემა მათი წარმოშობის, კანს ფერის, რელიგიის,სქესის, სექსუალური ორიენტაციისა, თუ პოლიტკური შეხედულებების მიუხედავად. ამღირებულებების საფუძველზე, მე ვთავაზობ აშშის მომავალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსმჭიდრო თანამშრომლობას,-  განაცხადა ანგელა მრეკელმა.

წყარო:reportiori.ge

Comments
Loading...