ანგელა მერკელი: ”ერთიანი ჩინეთის” პოლიტიკასთან დაკავშირებით პოზიციას არ შევცვლით

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ბერლინი „ერთიანი ჩინეთის“ პოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას არ შეცვლის,-ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

გერმანიის კანცლერი აღნიშნული განცხადებით, აშშ-ს ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რამაც პეკინის გაღიზიანება გამოიწვია.

“ჩვენ ჯერ კიდევ ვიცავთ ” ერთიანი ჩინეთის“ პოლიტიკას და ამ პოზიციას არ შევცვლით”, – განაცხადა მერკელმა.

მანამდე, ჩინეთმა დონალდ ტრამპის განცხადებების გამო, რომ „ერთიანი ჩინეთის“ პოლიტიკის გატარება აუცილებელი არ არის, შეშფოთებას გამოთქვა.

12 დეკემბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპი „ერთიანი ჩინეთის“ პოლიტიკის გატარებას ეჭვქვეშ აყენებდა. „არ ვიცი თუ რატომ უნდა ავიღოთ ერთიანი ჩინეთის პოლიტიკის გატარების ვალდებულება, თუ ჩინეთთან გარიგებას არ დავდებთ, მათ შორის სავაჭრო საკითხზე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, ჩინეთმა აშშ-ს ახლადარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ტაივანის პრეზიდენტ ცაი ინვენს შორის გამართული სატელეფონო საუბრის გამო დიპლომატიური პროტესტი გამოთქვა და საპასუხოდ, საპროტესტო ნოტა გაგზავნა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ ამერიკულ მხარეს მომხდარის შემდეგ განმარტებები მოსთხოვეს და ვაშინგტონს მოუწოდეს, რომ ტაივანის საკითხს სიფრთხილით მოეკიდოს, რადგან შესაძლოა ამ ფაქტმა ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გაუარესება გამოიწვიოს

წყარო : ipress.ge

 

Comments
Loading...