ანგელა მერკელი გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი, ანგელა მერკელი გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს.

მისალოც წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო, ანგელა მერკელი ასევე მიესალმება ევროკომისიის მოხსენებას, საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ის, საქართველოს მთავრობისთვის, რეფორმების გაგრძელების მოტივაცია უნდა გახდეს.

„დარწმუნებული ვარ, ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის მომავალშიც დადებითი მიმართულებით განვითარდება. გერმანია დარჩება საქართველოს სანდო პარტნიორად თქვენი ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე. გისურვებთ წარმატებებს თქვენი საპასუხისმგებლო ამოცანების შესრულებაში. მოხარული ვიქნები, თუ მალე ბერლინში გიხილავთ”, – ნათქვამია ანგელა მერკელის მილოცვის წერილში.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

Comments
Loading...