ანგელა მერკელი: თავისუფლება ტერორზე ძლიერია!

„ჩვენ, თქვენი გერმანელი მეგობრები, თქვენს გვერდით ვართ. თქვენთან ერთად ვგლოვობთ”, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ტელემიმართვაში და საფრანგეთის ხელისუფლებას და ფრანგ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა.

შავი კოსტიუმით შემოსილი კანცლერი აღელვებას ვერ ფარავდა და მთელ ევროპას ერთად დგომისაკენ მოუწოდა – „თქვენთან ერთად ვიბრძოლებთ მათ წინააღმდეგ, ვინც ასეთი წარმოუდგენელი აქტი განახორციელა”.

„ეს არის თავდასხმა თავისუფლებაზე არამარტო პარიზში, ჩვენ ყველანი ვართ მათი სამიზნეები. ამიტომაც საჭიროა საერთო რეაგირება”, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა და გერმანელ ხალხს სიმშვიდისა და სიმტკიცისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი თავისუფლება ტერორზე ძლიერია. მაშ ვუპასუხოთ ტერორისტებს ჩვენი ფასეულობების მტკიცე დაცვით”, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

Comments
Loading...