ანი დარსალია – ლევან მურუსიძის ცინიზმს საზღვარი არ აქვს…

“ლევან მურუსიძის ცინიზმს საზღვარი არ აქვს. აი მედროვე ადამიანის ნათელი მაგალითი. “ნაციონალური მოძრაობის” დროს ადეიშვილის და კუბლაშვილის მეგობარი,მარჯვენა ხელი შავ-ბნელ საქმეებში,თქვენ არ იყავით მთავარი ინიციატორი ობიქტური მოსამართლეები მერაბ ტურავა ნინო გვენეტაძე გაგეძევებინათ სასამართოდან და საბოლოოდ ხელში ჩაგეგდოთ სასამართლო სისტემა.
უკანონო გადაწყვეტილებებზე ხელისმომწერი ისე ბატონო ლევან თქვენი წარსული, ძალიან კარგად გვახსოვს ჩვენ საზოგადოებას. რა დანაშაული მიგიძღვით სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით თუნდაც და დღეს თქვენ კიდევ ერთხელ დასცინით ქალბატონ ირინა ენუქიძის და სანდროს სულს ახლა უკვე “ქართლი ოცნების” ხელისუფლების პერიოდში.
თქვენი განბანვა არ მოხდება არასდროს. ამას ჩვენ საზოგადოება არ დაუშვებთ.
სირცხვილი ოცნებას თქვენაირი ადამიანებს, რომ იყენებს გვერდით!
ჩვენ ყველაფერი გვახსოვს !”
– აცხადებს ა/ო “გაერთიანებული საზოგადოების“ ხელმძღვანელი ანი დარსალია

Comments
Loading...