ანი დარსალია – მე როგორც ახალგაზრდას არ მაქვს უფლება არ ვთქვა სიმართლე !

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ბრიუსელში, ევროკავშირში, ევროპარლამენტში ითხოვდნენ, რომ საქართველომ არ მიიღოს უვიზო მიმოსვლა. ჩემს მინისტრებს დაუდასტურეს, გაოცებულები ვართო. მათ პირდაპირ უთხრეს, კი მაგრამ თქვენ არ ხართ საქართველოს მოქალაქეები? – მაგრამ მათ უთქვამთ, რომ ამ მთავრობის პირობებში არ არის სასურველი საქართველომ მიიღოს უვიზო მიმოსვლა. ამას რა უნდა დავარქვა, თუ არა მტრობა ჩვენი ხალხის და ქვეყნის. ეს ისე, ინფორმაციისთვის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ა/ო „გაერთიანებული საზოგადოების“ ხელმძღვანელი ანი დარსალია პრემიერის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება : „ბატონო პერმიერო მახსოვს 2012 წლის არჩევნების შემდეგ. ნაციონალები ისე იყვნენ შემძვრალები სოროებში მათი ხმა თვეების განმავლობაში ხალხს არ გაუგონია !
თუმცა დღეს 3 წლის თავზე კოჰაბიტაციის შედეგებს ვიკმით და მიხეილ სააკაშვილი რევოლუციას გეგმავს! დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი მსოფლიო მასტაბით ებრძვიან ქვეყნის განვითარებას … !
ნაციონალები რომ ქვეყნის მტრები არიან ეს საქართველოს უმრავლესობამ ვიცით, მაგრამ თქვენ მათ გასანეიტრალებლად რა გააკეთეთ ? სამწუხაროდ ჯერჯერობით მნიშვნელოვანი ვერაფერი ! აი ეს ყველაფერიც სწორედ ლმობიერების ბრალია !
მე უდიდეს პატივს ვცემ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს მაგრამ მე როგორც ახალგაზრდას არ მაქვს უფლება არ ვთქვა სიმართლე !“

Comments
Loading...