ანი დარსალია – ვადები იწურება! თავისუფლება ირაკლი რამიშვილს!

“დღეს მსახიობ ირაკლი რამიშვილის სასამართლოზე არსებითი მტკიცებულებების განხილვისას მოსამართლე ვახტან მრელაშვილს, მოსამართლის პრინციპები პროკურორის პრინციპებში აერია.! რეალური მტკიცებულებები, რომელიც ირაკლი რამიშვილის სასარგებლოდ იყო მოძიებული ადვოკატების მხრიდან გააბათილა და მიკერძოებულად მხარში ამოუდგა ბრალდების მხარეს.! მან ასევე არ გაითვალისწინა ირაკლის ჯამრთელობის მძიმე მდგომარეობა და არ დააკმაყოფილა შუამდგომლობის საკითხი. ეს ყველაფერი სამწუხაროდ ვითომ დამოუკიდებელი სასამართლოს სახელით მასკარადს დაამზგავსა.
ჩვენ რეალურად 3 წლის თავზე, მივიღეთ ზუსტად ის სასამართლო, რასაც 9 წლის განმავლობაში ვებრძოდით.! ! !
მინდა მივმართო ხელისუფლებას ! ! ! არ დაგავიწყდეთ თქვენ ჩვენ ახალგაზრდებმა მოგიყვანეთ ხელისუფლებაში, რათა ასეთი საშინელი რეპრესიები არ განგვეცადა სამომავლოდ.
სამწუხაროდ კვლავ არიან თქვენს რიგებში, როგორც მოსამართლის მანტიაში გამოწყობილი ჯალათები, ასევე „საბოტაჟნიკი“ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მიზანიმართულად ებრძვიან მომავალ თაობას და ცდილობენ დააჩოქონ, მოუსპმონ მომავალის განვითარების პერპექტივა. ! ! !
ხელისუფლებავ ან გაწმინდეთ სასამართლო, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ძველი ჯალათებისგან, ან არა და ჩვენ გავწმენდთ ყველაფერს და ამ ყველაფერს თქვენც შეეწირებით !
ნუ დაგვიკარგავთ ბოლო იმედსაც კი !
აღარაფეს მოვითმენთ 9 წელი !
ვადები იწურება !
თავისუფლება ირაკლი რამიშვილს !”

– აცხადებს “გაერთიანებული საზოგადოების” ლიდერი ანი დარსალია

Leave A Reply

Your email address will not be published.