ანი პატარაია სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” ეთერში გასულ ერთ-ერთ სერიას აკრიტიკებს…

„საქართველოს ეროვნულ-ახალგაზრდული მოძრაობა” სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების” შემოქმედებით ჯგუფს მიმართავს. გთავაზობთ ორგანიზაციის წევრის ანი პატარაიას განცხადებას:

„მინდა გამოვეხმაურო მეტად რეიტინგული სატელევიზიო პროექტის „ჩემი ცოლის დაქალების” ერთ-ერთ სერიას. აღნიშნული სერიალი საკმაოდ დიდი პოპულარულობით სარგებლოს ჩვენი საზოგადოების ნებისმიერ თაობაში. პროექტის ავტორები ცდილობენ თავიანთი ხედვით წარმოაჩინონ დღევანდელი ქართული რეალობა, თუმცა რაც შეეხება კონკრეტულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა ორსული ქალების სილამაზის კონკურსს, ისინი აშკარად დასცინიან ქართველ მართლმადიდებელ დედებს. ასევე, სერიალში მონაწილეობენ სასულიერო პირები, რომელიც ფანატიზმში არსებულ მარაზმს ტაშს უკრავენ და არასწორად წარმოაჩენენ მრავალშვილიან ოჯახებში, სასულიერო პირების მიერ ბავშვების მონათვლის ტრადიციას.
ჩემი აზრით, რელიგიურად მიუღებელია სიუჟეტის აღნიშნული ნაწილი, რომელშიც სამღვდელოება და მართლმადიდებელი მრევლი გაშარჟებულია. მათი როლი შეუსაბამოა დღევანდელი რეალობისადმი და იმ ვალდებულებებისადმი, რომელიც სამღვდელოებას სინამდვილეში აკისრია.
აღარ მსურს განვრცობილად ვისაუბრო უკვე მრავალჯერ აღნიშნულ თემაზე, რომ არ არის მიზანშეწონილი რელიგიისადმი მსგავსი დამოკიდებულება, რაც ქართველ მაყურებელთა უმრავლესობისათვის განსაკუთრებით სენსიტიურია.
“საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობა” შეახსენებს „ჩემი ცოლის დაქალების” გადამღებ ჯგუფს, რომ მსგავსი საკითხებისადმი ასე მარტივად მიდგომა იწვევს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და გაუკუღმართებულ პროპაგანდსა. რაც თავისთავად ნერგავს მართლმადიდებლური რელიგიისადმი სარკაზმულ დამოკიდებულებას”, – წერს ანი პატარაია.

Leave A Reply

Your email address will not be published.