ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტს ადანაშაულებს: ის ბავშვებისთვის საშიშია

ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი მეუღლეს, ასევე ცნობილ მსახიობ ბრედ პიტს შვილებისათვის „საშიშს“ უწოდებს. ამის შესახებ TMZ წერს. ის ამბობს, რომ პიტი „ცუდი მამაა“.

გამოცემა წერს, რომ ჯოლის ასეთი ბრალდებებით პიტი აღშფოთებულია.

პიტი არ ეთანხმება მეუღლის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ ის საკუთარ ბრაზს ვერ იმორჩილებს, რაც ალკოჰოლის და აკრძალული პრეპარატების გამოყენების შემდეგ, კიდევ უფრო უმძაფრდება.

თავად პიტი მიიჩნევს, რომ ახლა უკვე, საფრთხე მთელ ოჯახს ემუქრება, რადგანაც ისინი პაპარაცების მთავარ სამიზნედ იქცნენ.

ვარსკვლავური წყვილის სახლთან პრესის წარმომადგენლების მომრავლებასთან დაკავშირებით, პატრულირებაა გაძლიერებული.

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ცნობილი ვარსკვლავური წყვილი ერთმანეთს შორდება.

Comments
Loading...