ანჯელინა ჯოლი:თითოეული შოკისმომგვრელი გარეგნობის უკან უამრავი დიზაინერის, ვიზაჟისტის შრომა და ფოტოშოპი იმალება

„მაკიაჟის ქვეშ და ღიმილს მიღმა, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ბევრი გოგო მბაძავს, მე მინდა მათ ვუთხრა, რომ ბუნებრიობა არის ლამაზი. მათ კარგად არ იციან, რომ თითოეული შოკისმომგვრელი გარეგნობის უკან უამრავი დიზაინერის, ვიზაჟისტის შრომა და ფოტოშოპი იმალება. სელებრითების სილამაზის ცნება ძალიან გაზვიადებულია. ამაზე დიდად არ უნდა იღელვოთ, თქვენი თავი ისეთი უნდა შეიყვაროთ, როგორც ხართ! არ აქვს მნიშვნელობა როგორ გამოიყურები გარეგნულად, როგორი ხარ შინაგანად – აი რა ფასობს. მას შემდეგ რაც 40 წელს გადავაბიჯე, დავიწყე საკუთარი თავის დაფასება, მე მაქვს ნაკლი და ეს ნორმალურია. მე ვამაყობ ყველა იმ ქალით, რომელსაც საკუთარი თავი უყვარს და პატივს სცემს. ამ მესიჯით მთელ კაცობრიობას მივმართავ და ვეუბნები, რომ შინაგანი ფასეულობები უფრო ძვირფასია, ვიდრე გარეგნული მომხიბვლელობა. „

#ZeppelinGirl

“დრო მიდის,კარდები კი რჩება”

Leave A Reply

Your email address will not be published.