ანტი-ისლამური აქციის მონაწილეებმა კორსიკაზე მეჩეთი დაარბიეს და ყურანის დაწვა სცადეს

ანტი–ისლამური აქციის მონაწილეებმა კორსიკაზე მეჩეთი დაარბიეს და ყურანის დაწვა სცადეს.

მუსლიმანთა სალოცავთან 250-მდე ადამიანი მას შემდეგ შეიკრიბა, რაც აიაჩოში წარმოშობით არაბმა ახალგაზრდებმა მეხანძრეებზე და პოლიციელებზე მოაწყვეს თავდასხმა.

აქციის მონაწილეები კუნძულიდან ყველა მუსლიმისა და არაბის გაძევებას მოითხოვდნენ, რის შემდეგაც მათი ნაწილი სალოცავში შეიჭრა და ისლამური ლიტერატურა გაანადგურა.

მომიტინგეები მეჩეთიდან პოლიციამ გამოიყვანა და რამდენიმე ადამიანი დააკავა.

მომხდარი საფრანგეთის პრემიერმა “ვანდალიზმის აქტად” შეაფასა და აღნიშნა, რომ ცალკეული ინცინდენტების გამო საზოგადოებამ რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივება არ უნდა დაუშვას.

Comments
Loading...