“ანუ ჯარმა ინაშვილს მხარი იმიტომ არ დაუჭირა, რომ ევროკავშირს ებრძვისო, არა?! :)”

“ძალიან მეზარებოდა კომენტარის გაკეთება თავდაცვის მინისტრის აღგზნებულ განცხადებაზე… მაგრამ უპასუხოდ დატოვებაც არ ღირს. თანაც, დრო მაქვს. ანუ ჯარმა ინაშვილს მხარი იმიტომ არ დაუჭირა, რომ ევროკავშირს ებრძვისო, არა?! 🙂 ეტყობა, სახელისუფლებო კანდიდატმა აზერბაიჯანული მოსახლეობის ხმები იმ მარტივი მიზეზით მოიხვეჭა, რომ მთელი იორმუღანლო დღე და ღამე ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციაზე ოცნებობს. როგორც მახსოვს, ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები 5 წელია სასწრაფო დახმარების ერთ ცალ მანქანას ითხოვენ… და ეს მოლოდინი უსასრულოდ გრძელია.

P.S. ისე, ვენდობი, თუ არ ვენდობი, სხვა საკითხია, მაგრამ… რა ინფორმაციაც “უკრაინულმა ვიკილიქსმა” გაავრცელა ( ვგულისხმობ თინიკოს თხოვნას სააკაშვილისადმი,- აზერბაიჯანელების ხმებით დამეხმარეო), ზუსტად ამ სცენარმა შეისხა ხორცი იორმუღანლოში. მარნეულიც იქ იყო, ბაქოც და გიგლა აგულაშვილიც…:)”

წერს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში

Leave A Reply

Your email address will not be published.