ანზორ მელია: 4 წელიწადი ეს „ოცნება“ რომ იყოს სათავეში, თავს მოვიკლავ (ვიდეო)

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ თუ „ოცნება“ დარჩება ხელისუფლების სათავეში, თავს მოიკლავს.

https://www.youtube.com/watch?v=VgWqjxOcqRg

„ნაციონალურ პარტიას სულით და გულით ვუდგავარ მხარში. ეს ის პარტიაა, აი მერწმუნეთ ხალხო, თვალებში ჩამაფურთხეთ ერთ წელიწადში თუ არ იტყვით რომ, ქალბატონი სანდრას არჩევამ დეპუტატად, მაჟორიტარად მოგვიტანა კოკელებს ძალიან დიდი სიკეთე, ვიდრე თქვენთან გაზრდილმა მერმა ჩვენ, თბილისელებს მოგვიტანა.

ჯერ ერთი ქართველები ვართ და ქალს ყოველთვის პატივი უნდა ვცეთ. შეურაცხყოფილი ვიყავი იმით, რაც ახლახან მოხდა ჯიხაშკარში. ჯერ ერთი და ორი ქართველის გამზრდელი დედა, დგას და ხალხს თავის ტკივილს, მომავალ გეგმებს უზიარებს და ვიღაც ახალგაზრდები მორბიან… ეს რას გავს. ჯერ ერთი და კორცხელი რას გავდა… იმ დღეს მე დავუსვი წერტილი ყველაფერს.

„ოცნება“ ის არის, რომელმაც საქართველო დაანგრია და კიდევ დაანგრევს. 4 წელიწადი ეს „ოცნება“ რომ იყოს სათავეში, თავს მოვიკლავ. გაუმარჯოს „ნაციონალურ მოძრაობას!“, – განაცხადა ანზორ მელიამ.

Comments
Loading...