აფეთქება სტამბოლის “გოგჩენის” სახელობის აეროპორტში – დაშავებულია ორი ადამიანი

აფეთქება მოხდა სტამბოლის გოგჩენის სახელობის აეროპორტში. შედეგად დაშავდა დასუფთავების სამსახურის ორი თანამშრომელი. ორივე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ერთ-ერთ დაჭრილს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა მძიმეა. ჯერჯერობით უცნობია აფეთქების გამომწვევი მიზეზი.

თურქული მედიის ცნობით, მომხდარის გამო აეროპორტის მუშაობა არ შეფერხებულა.

Leave A Reply

Your email address will not be published.