აფეთქება თბილისში
თბილისში კახეთის გზატკეცილზე აფეთქება მოხდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც. აფეთქება საცხოვრებელი სახლის მეშვიდე სართულზე გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
გარდაცვლილი მამაკაცი ბინის მეპატრონეა. როგორც სახანძრო-სამაშველო სამსახურში რუსთავი 2-ს განუცხადეს, მაშველებმა აფეთქებული ბინიდან 3 პიროვნება გამოიყვანეს, რომელთაგან 1 გარდაცვლილი იყო.
შემთხვევის ადგილზე მოძრაობა გადაკეტილია. ადგილზე იმყოფება სამშველო და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა, ასევე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.
RUSTAVI2.GE