აფეთქებას ხელფასის რიგში მდგომი 23 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

იემენის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა. BBC -ს ცნობით, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ ტერაქტს, მინიმუმ 23 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ჯარისკაცები ხელფასის რიგში იდგნენ, როდესაც ტერორისტმა “შაჰიდის ქამარი” აამოქმედა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

Comments
Loading...