აფინანსებს თუ არა პაატა ბურჭულაძისა და მისი მეუღლის დასვენებას ევროპაში “იავნანა”

პაატა ბურჭულაძისა და მისი ცოლის ზღაპრულ დასვენებას ევროპაში „იავნანა“ აფინანსებს?!, – ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, უკვე რამდნეიმე თვეა პაატა ბურჭულაძე მეუღლესთან – ანჟელა ვალისენკოსთან ერთად, ჰანოვერში, საკმაოდ ძვირადღირებულ სასტუმროში ისვენებს, მაშინ როდესაც, როგორც სტატიაშია ნათქვამი, პარტიის წევრები ხელფასებს უკვე რამდენიმე თვეა ამაოდ ელოდებიან.
„პაატას თბილისის აეროპორტში ჩვენი ერთ-ერთი ნაცნობი გადააწყდა. მათ მიუნხენამდე ერთად იმგზავრეს, შემდეგ კი, როცა ჰანოვერის რეისზეც ერთად აღმოჩდნენ, ამის შესახებ გახარებულმა მოგვწერა: ბურჭულაძესთან ერთად ვიმგზავრე, ისიც ჰანოვერში ისვენებსო. როგორც ცნობილ ბანს, ფოტოებიც გადაუღო. ისე, პაატა ბურჭულაძეს შესანიშნავი გემოვნება აქვს. მეუღლე ანჟელასთან ერთად ის სასტუმრო „შლოსჰოტელ მიუნჰაუსენ“-ში ისვენებს. სასტუმრო მართლაც ზღაპრულია. თუმცა, როგორც ყველა ზღაპარი, საოცრად ძვირი. ერთი დღე აქ გაჩერება 700 ევროდან 1100 ევრომდე ჯდება“, – წერს სტატიის ავტორი.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძე ქველმოქმედებაში ფონდ „იავნანაში“ გადარიცხული თანხების მხოლოდ 27 პროცენტს ხარჯავდა. ფონდთან დაკავშირებით მხოლოდ კითხვები არსებობს და „იავნანა“ უარს ამბობს მონაცემების დაკონკრეტებაზე.
ამავე სტატიის თანახმად, პარტიაში აცხადებენ, რომ ბურჭულაძე ევროპაში საქმეებზე გაემგზავრა. ბურჭულაძე არა მხოლოდ ჯამაგირს არ უხდის საკუთარი პარტიის წევრებსა და კოორდინატორებს, არამედ გამოდის, ატყუებს კიდეც მათ.

Comments
Loading...