აფხაზებსა და სომხებს შორის ვითარება უკიდურესად დაიძაბა

ფხაზეთში მცხოვრებ სომხებსა და აფხაზებს შორის ვითარება უკიდურესად დაიძაბა.
რამდენიმე თვის წინ გაზეთმა „ახალმა თაობამ“ გამოაქვეყნა ორგანიზაცია „აიდგილარას“ წევრ აიდამირ ხიშბას წერილი იმასთან დაკავშირებით, რომ სომხებს აფხაზეთის ხელში ჩაგდება სურთ.

ამ საკითხზე აფხაზეთში სერიოზული ამბები ტრიალებს. გამოცემა „კავკაზტაიმსის“ ცნობით, ბაგრამიანის სახელობის ბატალიონის წევრები აფხაზეთში სომხების ჩასახლებას გეგმავენ.

როგორც წერილის ავტორი, ვასილი გერაშენკო იუწყება, ამის ინიციატორი გალუსტ ტრაპიზონიანია.

„ვისაც აფხაზეთის ომთან შეხება აქვს, ამ კაცის სახელი და გვარი ყველას ემახსოვრება. ის ბაგრამიანის სახელობის ბატალიონის ერთ-ერთი თავკაცი იყო და ქართველების მიმართ განსაკუთრებული სიძულვილით გამოირჩეოდა“ – წერს გაზეთი „ახალი თაობა“.

მის „საგმირო“ საქმეებს ვასილი გერაშენკოც იხსენებს და ტრაპიზონიანის გამდიდრების საიდუმლოსაც ხდის ფარდას.
ტრაპიზონიანი აფხაზეთში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება.

„მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის განდევნაში შეტანილი წვლილისთვის ჯალათი ტრაპიზონიანი აფხაზებმა დააფასეს და ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს. ომის დროს ის მარადიორობდა და ქართველების ქონებას დაეპატრონა. ამის წყალობით გახდა ის სეპარატისტულ აფხაზეთში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი“ – აღნიშნავს გერაშენკო.

მისი ინფორმაციით, დღეს ეს მარადიორი სხვა ქონებასთან ერთად, გაგრაში მდებარე საკურორტო კომპლექს „გაგრიპშის“ მფლობელიცაა.

ტრაპიზონიანი აფხაზეთის სომეხთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილეა და, როგორც გერაშენკო ამბობს, აქტიურად ლობირებს თავის ტომის ხალხს.

მისვე თქმით, ტრაპიზონიანის უშუალო ჩარევით, დღეს გაგრა სომხური ბიზნესისა და კრიმინალის კუნძულად გადაიქცა.

„დღეს გაგრაში ყველაფერი სომხების ხელშია. იქ მყოფ აფხაზებს ისინი შირმად იყენებენ, რომლებიც ფინანსურად მთლიანად მათზე არიან დამოკიდებული“ – აღნიშნავს გერაშენკო.

Comments
Loading...