აფხაზეთი პირველი აპრილიდან სავიზო რეჟიმზე გადადის

ოკუპირებული აფხაზეთი მიმდინარე წლის 1-ლი აპრილიდან სავიზო რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აფხაზეთში უვიზოდ ვერ მოხვდებიან იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომელთა ხელისუფლებამაც არ აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ცნობისთვის, აფხაზეთის დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ, ტუვალუ და ვანუატუ აღიარებენ.

Comments
Loading...