აფხაზეთის ა/რ მთავრობამ და თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ რეფერალური ობიექტი გახსნა

12289547_989703504404379_3194451928492742648_n
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ რეფერალური ობიექტი გახსნა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (ΤΙΚΑ) ფინანსური მხარდაჭერით რეფერალური პროგრამის ფარგლებში მოქმედი ობიექტი გაიხსნა.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის კუთვნილი ობიექტის სარემონტო სამუშაოები და მისი შესაბამისი ინვენტარითა და ავეჯით აღჭურვა თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ ობიექტში განთავსებულია 2 კომფორტულად მოწყობილი საძინებელი ოთახი, 7 საწოლით და საცხოვრებლად საჭირო ინვენტარის
სრული კომპლექტით, როგორც ტექნიკის, ასევე თეთრეულის სახით, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამზარეულო და სააბაზანო.
ობიექტის გახსნის ცერემონიას, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს, თბილისის ოფისის ხელმძღვანელი მუსტაფა ქორქმაზი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ბატონი პაატა ზაქარეიშვილი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე , აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და მინისტრის მოადგილე მაკა ონიანი დაესწრნენ.

Leave A Reply

Your email address will not be published.